ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს.

მისი თქმით, ეს მხოლოდ პირადი საკითხი არ არის და  მთლიანად საქართველოს ეხება.

„რუსეთის ფედერაციასთან ყველა საკითხი გავლილია, მაგრამ მათგან ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, აღნიშნული თემა არ გვეხებაო. ცხადია, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავ, რადგან ეს თემა მხოლოდ ჩემი პირადი არ არის, ეს საქართველოსთვის არის. ჩემზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი”, – აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გადასვლის მცდელობისას დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მას „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ ბრალი წაუყენა და 21 თვით პატიმრობა მიუსაჯა. იგი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები