აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს რეგიონში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 72 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
უწყების ცნობით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 34 395-მდე გაიზარდა. კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ერთი პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით, მკურნალობას გადის – კლინიკაში 219 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 118, ონლაინ კლინიკაში – 345.