საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელის უკვდავსაყოფად ვარჯიში „ანწუხელიძე“ შეიქმნა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელის უკვდავსაყოფად, ვარჯიში „ანწუხელიძე“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას მასტერ-სერჟანტი თორნიკე თვარაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე აქვეყნებს. 

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ვარჯიში შედგება რამდენიმე აქტივობისგან და მისი რაოდენობები და წონები სიმბოლურად დაკავშირებულია გიორგი ანწუხელიძის დაბადების და გარდაცვალების წლოვანების რიცხვებთან.

“საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელის უკვდავსაყოფად, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად შეწირა თავი სამშობლოს, ხანგრძლივი მუშაობის და გიორგის ოჯახის წევრებთან კონსულტაციების შედეგად, შეიქმნა ვარჯიში „ანწუხელიძე“.

- რეკლამა -

- რეკლამა -

აღნიშნულში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფიზ.მომზადების და კროსფიტის მწრთვნელს და ჩვენს მეგობარს ივიკო ერგემლიძეს.
ვარჯიში შედგება რამდენიმე აქტივობისგან და მისი რაოდენობები და წონები სიმბოლურად დაკავშირებულია გიორგი ანწუხელიძის დაბადების და გარდაცვალების წლოვანების რიცხვებთან.
მსგავსი პრეცენდენტი აშშ-ში მოხდა, როდესაც ვარჯიში მიეძღვნა ავღანეთში გმირულად დაღუპულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურე Michael Murphy-ს.
დღეს ვარჯიში „Murph“ მთელს მსოფლიოშია პოპულარული და სამხედროები, პოლიცილები, მეხანძრეები, სხვა ძალოვანი სტრუქტურები თუ სპორტსმენები ამაყად ასრულებენ მას.

ვარჯიში „ანწუხელიძე“ დღეს პირველად სატესტო რეჟიმში ივიკოს ქეიჯში Iviko’s Cage ჩატარდა.

„ანწუხელიძე“ გათვლილი იყო 1 საათზე, მაგრამ მონაწილეების უმეტესობამ 55 წუთის ვადაში დაასრულა.
ჩვენი მიზანია ვარჯიში „ანწუხელიძე“ გასცდეს ქეიჯის ფარგლებს და მასში ნებისმიერ მსურველი ჩაერთოს, ამიტომ დაიგეგმება და ერთ-ერთ სიმბოლურ თარიღში ეს ვარჯიში ფართო მასშტაბიანი ღონისძიების სახით ჩატარდება.
ვარჯიში „ანწუხელიძე“ შემდეგი აქტივობებისგან შედგება: სირბილი(run)- 1984 მეტრი; აზიდვა (pull ups) – 20; ბარფი მუხლების აკვრით (burpees with tuck jumps) – 20; ბუქნი ახტომით (squat jumps) – 20; ბუქნი 23 კგ წონის აწევით (thrusters with 23 kg) – 18; მუცლის პრესი (sit ups) – 20; სირბილი (run)- 1984 მეტრი”, – წერს თორნიკე თვარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები