ვახტანგ მეგრელიშვილი: NDI-ის კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანებს უნდათ, ამ ქვეყანაში პარლამენტი შედგეს

“გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, კვლევა ორ რამეს ადასტურებს – ერთი, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და მეორე, ადამიანებს უნდათ, რომ ქვეყანაში პარლამენტი შედგეს.

“NDI-ის კვლევა ადასტურებს ორ რამეს: ერთი, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და მეორე, რომ ადამიანებს უნდათ,  პარლამენტი შედგეს ამ ქვეყანაში და რეალურად ჰგონიათ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა არის წინაპირობა ეკონომიკური სტაბილურობისაც. სინამდვილეში რასაც ვხედავთ, ვხედავთ პირიქით პროცესს, რომ დღეს ეკონომიკურ კრიზისს ვხვდებით სრული პოლიტიკური არასტაბილურობით, რაც არის მთავარი პრობლემა. რაც უნდა გავაკეთოთ დასკვნა იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები მოვაგვაროთ, პირველ ყოვლისა, უნდა გვქონდეს პოლიტიკური სტაბილურობა”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები