ნიკოლოზ სამხარაძე ტოივო კლაარს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, არსებული კონფლიქტები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ კრიზისებსა და მათი მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საკითხიც განიხილეს და იმ თემებზე ისაუბრეს, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება და მისი შესაძლო შედეგები უკავშირდება.

ტოვიო კლაართან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები