ვახტანგ მეგრელიშვილი: “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” ქვეყანას მიაქანებენ კრიზისში, რომლის განმუხტვა შესაძლებელი იქნება რევოლუციით

“გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” პოლიტიკურ კრიზისს ერთობლივად ქმნიან.

მისივე თქმით, კრიზისის განმუხტვა რევოლუციით იქნება შესაძლებელი, თუმცა, ამაში “გირჩს” არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდა.

“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას ერთობლივად მიაქანებენ ისეთ კრიზისში, რომლის განმუხტვა შესაძლებელი იქნება მართლა რევოლუციით. ეს რევოლუცია როგორი იქნება – მშვიდობიანი თუ სისხლიანი, ამის ახლა თქმა, უბრალოდ, არის შეუძლებელი. ამიტომ, მოვემზადოთ იმ არაპროგნოზირებადი სცენარისთვის, რომელსაც საკუთარ თავს თვითონ ვუკეთებთ, ოღონდ ამაში “გირჩს” არ უნდა არანაირი პასუხისმგებლობის აღება”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები