კოტე ფორჩხიძე: ჰააგის სასამართლო სააკაშვილის მთვრობისდროინდელი იარაღის შესყიდვის კრიმინალური სქემითაცაა  დაინტერესებული, სად გაქრა 4 მილიარდ ლარზე მეტი საქართველოს ბიუჯეტიდან,  მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება

ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და სამხედრო ექსპერტებმა ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყეს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან ,,გამქრალი“ იმ ამერიკული დახმარების შესახებ, რომლითაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გამტკიცებულიყო და ქვეყანაში მაღალი დონის სამხედრო აღჭურვილობა შემოსულიყო. ამ თემაზე კითხვები ჯერ კიდევ 2010 წელს ჰილარი კლინტონს გაუჩნდა, შემდეგ კი ინფორმაციამ ამერიკულ პრესაში გაჟონა და გამოძიება დაიწყო.

სად გაქრა 4 მილიარდ ლარზე მეტი საქართველოს ბიუჯეტიდან. რა სახისა და ხარისხის იარაღი შეიძინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2004-2010 წლებში, ამის შესახებ ,,კვირა“ სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელსა და ექსპერტს, კოტე ფორჩხიძეს დაუკავშირდა:

-დღეს დასამალი აღარავისთვისაა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ბიუჯეტიდან დანაშაულებრივი სქემით დიდი ფული ,,გააქრო.“ თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

-2004 წლიდან დავიწყოთ. ვანო მერაბიშვილი უშიშროების მინისტრია. ხელთ მაქვს პროტოკოლი, რომელიც ძალზე საჩოთირო თემაა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის.“ საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულსა და სახელმწიფო დანაშაულებრივ სინდიკატს, რომლებმაც დანაშაულებრივი საქმიანობისთვის საქართველოში ,,წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ გამოიყენეს. დონორი, ამ შემთხვევაში, ამერიკა იყო, რომელმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004-2010  წლებში, სხვადასხვა მონაცემებით, 4 მილიარდ ლარზე მეტი გადმოუგზავნა. ეს თანხები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიტაცეს და არამიზნობრივად განკარგეს, რომელზედაც სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო, თუმცა, ასე არ მოხდა.

-რატომ?

-საუბარი დავიწყოთ პროტოკოლით, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი. მიხეილ სააკაშვილი 2004 წლის 10 მაისს პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩადის და პრეზიდენტ პუტინს ხვდება. მისი თვითმფრინავი მოსკოვში 10:00 საათზე დაფრინდა. პირველი შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტს  მგიმოში (მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურიერთობათა ინსტიტუტში) 2- საათიან ლექციას  ატარებს სტუდენტებისა და პროფესორებისათვის. აქვე ვსვამ კითხვას: ვინ მისცემდა პროდასავლურ ლიდერ სააკაშვილს მგიმოში ამგვარი გამოსვლის საშუალებას?

-თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი პრორუსული შეხედულების პოლიტიკოსი იყო?

-რასაკვირველია. მოდით, მივყვეთ მისი შეხვედრების ჩამონათვალს და ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება. შეხვედრა და სადილი პრიმაკოვთან, ილინკას ქუჩაზე, რომელიც საათ-ნახევარს გრძელდება. შემდეგ საათ-ნახევრიანი შეხვედრა ,,რაოესის“ ხელმძღვანელ ჩუბაისთან.  ამ საუბრიდან ძალიან მალე ,,რაოესი“ ,,დიდი მასშტაბით“ შემოიდის საქართველოში, ყიდულობს ,,ხრამი 1“, ,,ხრამი 2“, ,,ხრამი 3“ და სხვა საქართველოს ენერგეტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს, ხოლო ანდრეი რაბაპორტი ჟინვალჰესის მფლობელი ხდება, რომელსაც  2004 წელს მოსკოვში ვიზიტისას შეხვდა სააკაშვილი. ვნახოთ  საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლით დაგეგმილი სხვა შეხვედრებიც; გამოსვლა ,,ეხო მოსკვიზე“, არბატსკაიას ქუჩაზე, 1 საათის განმავლობაში, რომლის შემდეგაც იმართება ყველაზე სერიოზული შეხვედრა ევტუშენკოვთან, ლუჟკოვის სიძესთან. ეს გახლავთ რუსი მილიარდერი, რომლის ქონება 19 მილიარდ დოლარზე მეტია.

-რომელ სფეროში მოღვაწეობდა ევტუშენკოვი?

-ის გახლავთ კავშირგაბმულობის სისტემის აღიარებული ,,მეფე“, აკონტროლებს ,,ვითიბი ბანკსაც.“ ლუჟკოვის გარდაცვალების შემდეგ კრემლი ევტუშენკოვს აბარებს სამხრეთ მიმართულებას, მათ შორის, საქართველოსაც. ევტუშენკოვის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი კი ლევან ვასაძეა, რომელიც წლების განმავლობაში მისი კომპანიის ვიცეპრეზიდენტია. ევტუშენკოვის კორპორაციის წევრები არიან ყოფილი კაკებე-ს შეფი – კრუჩკოვი, ერთი პერიოდი მოსკოვში მყოფი ჰეიდარ ალიევი, კოჩარიანი, რომელიც დღესაც კორპორაციაშია, ვალერი ხაბურძანია და ასე შემდეგ. გავიხსენოთ, ვინ ხელმძღვანლობდა ხაბურძანიას დროს უშიშროების სამინისტროს: მისი პირველი მოადგილე – ირაკლი კოტეტიშვილი, ირაკლი ალასანია, მამუკა მუჯირი, ეს უკანასკნელი უსერიოზულესი ფიგურაა, რომელიც შემდეგ არაერთ მნიშვნელოვან თემაში ,,ამოყვინთავს“, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნიკოლ ო,ბრაიანი, სიეისის წარმომადგენელი საელჩოში, მის სახელზე გამოგზავნილ დოკუმენტში, რომელიც ვიკილიკსის მეშვეობით საჯარო გახდა. გაიხსენეთ ჰილარი კლინტონის წერილი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ხელშეკრულებები და თარიღები, როდის და ვისთან იყო გაფორმებული ეს დანაშაულებრივი ხელშეკრულებები და ა. შ.

გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთანავე როგორ მოითხოვა პრეზიდენტმა პუტინმა, ვალერი ხაბურძანიასთვის ხელი არ ეხლოთ.

-რატომ?

–  პუტინს ამის ახსნა არც დაუწყია, მან რუსეთისთვის მნიშნელოვანი კადრი შეინარჩუნა. ხაბურძანიას კარიერა კი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ქუთაისიდან ის ირაკლი ბათიაშვილმა გადმოიყვანა და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. მან, ისევე როგორც ბევრმა მისმა მეგობარმა, რომლებიც შემდეგ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოხვდნენ, ნუგზარ საჯაიას სკოლა გაიარეს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ირაკლი კოტეტიშვილს შვილს უნათლავს პატრუშევი, რუსეთის უშიშროების მინისტრის მოადგილე. მოკლედ, იმ წლებში მიხეილ სააკაშვილის ,,კარზე“ არაერთი საინტერესო ადამიანი მუშაობს.

-,,ვარდების რევოლუცია“ დასავლეთის ხელშეწყობით მოხდა, თუმცა, რუსულმა აგენტურამ საქართველოში გავლენის სფეროები მაინც შეინარჩუნა?

-რუსეთი ,,რევოლუციის“ ბოლო ეტაპზე საქმეში  ჩაერია და საკუთარი თამაში ითამაშა. რაც შეეხება ამერიკუილ ფრთასა და მის ინტერესებს, მას საქართველოში ბრიუს ჯექსონი ხელმძღვანლობდა, რომელიც დღემდე ბოკერიას მფარველად ითვლება და ბოკერიაც, შეიძლება ითქვას, მასზე ,,მუშაობს.“ ეს ისე, ლირიკული გადახვევისთვის, თუმცა, მივყვეთ კვლავ სააკაშვილის მოსკოვურ პროტოკოლს. 11.02. 2004 წ. პრეზიდენტი სასტუმრო ,,გრანდ მარიოტში“ ხვდება ბიზნესმენ გენერალოვს, რუსეთის ყოფილ, სათბობისა და ენერგეტიკის მინისტრს, რომელიც  26.10. 2004 წელს. სააკაშვილის ინაუგურაციაზეც ჩამოფრინდა. ეს შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. შემდეგი შეხვედრა სააკაშვილს ტიტოვთან აქვს, რომელთანაც ჭიათურასა და ზესტაფონში ინვესტირების საკითხებს, აგრეთვე, ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობას განიხილავს. ეს შეხვედრა  2 საათის განმავლობასი გრძელდება. შემდეგ სააკაშვილი წმინდა გიორგის ტაძარს მოილოცავს და პირდაპირ ხვდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ პუტინს, რომელიც 2 საათს გრძელდება. ამ შეხვედრის მსვლელობისას სააკაშვილი არაერთხელ უხდინს პუტინს მადლობას ,,მონსტრი“ შევარდნაძის ჩამოგდებაში დახმარებისთვის. ფაქტობრივად, ის პუტინს ,,ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ შემოქმედად აღიარებს.

-პუტინი საქართველოზე გავლენის შენარჩუნებას სააკაშვილის მეშვეობით აპირებდა?

– რუსეთი საკუთარი გავლენის აგენტურის შენარჩუნებასა და ქართულ პოლიტიკაში შემოყვანას ცდილობდა, რაც მოახერხა კიდეც. პუტინის შემდეგ სააკაშვილი ხვდება კიდევ ერთ რუს მაღალჩინოსან კასიანოვს,  თავდაცვისა და საგარეო სამინისტოროს მაღალჩინოსნებს, შემდეგ კი – ,,იტარტასის“ ხელმძღვანელს, გუსმანს ესაუბრება სუფრასთან, არაოფიციალურ გარემოში. 2004 წლის 12 თებერვალს, ჩარტერული რეისით, საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში ბრუნდება. პიროვნებები, რომლებსაც სააკაშვილი მოსკოვში შეხვდა, შემდგომში ქართულ ეკონომიკაში სერიოზულ თანხებს  დააბანდებენ და ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდ და სტრატეგიული მნიშნელობის ობიექტებს მიიღებენ.

-ამ ფაქტებს რა კავშირი აქვთ შემდგომში იარაღის შესყიდვის უკანონო სქემასთან?

-2004 წელს დაიწყო ურთიერთობა უკრაინასთან, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან. ,,ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები უფრო აქტიური გახდა. 2004 წლის ბოლოს სააკაშვილი, გელა ბეჟუაშვილთან ერთად,  უკრაინაში ვიზიტით იმყოფება და ძალზე საინტერესო შეხვედრებს მართავს. ხვდება პრეზიდენტ იუშენკოსა და იმ დროს უშიშროების საბჭოს მდივან პოროშენკოს, ხელი ეწერება დოკუმენტს სამხედრო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. საქმე ისაა, რომ უკრაინას აქვს იარაღის წარმოების გაერო-ს მიერ ოფიციალურად ლიცენზირებული კომპანია – ,,იკსპეცექსპორტი“. მას ბონდარჩუკი ხელმძღვანლობს, სწორედ ის ბონდარჩუკი, რომელიც შემდეგ სააკაშილმა ყვარელში ჩამოიყვანა და 2011 წელს  მედალი ჩამოჰკიდა და დიდი მადლობა გადაუხადა იარაღის მოწოდებისა და ქართული მხარის დიდი დახმარებისთვის.

-პოროშენკოს, იუშენკოსა და სააკაშვილს საერთო ინტერესები აკავშირებთ?

-სააკაშვილმა დაამთავრა კიმო (ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი), რომელიც ერთ დროს მგიმოს  ფილიალი იყო და მოგვიანებით დამოუკიდებელი უნივერსიტეტი გახდა.  ეს უნივერსიტეტი ესვეერის კადრებს ამზადებდა (საბჭოთა კავშირში შინაგანი დაზვერვის კადრებს წვრთნიდა). პოროშენკო და გელა ბეჟუავილი კურსელები იყვნენ, მიშამ მათზე ქვედა კურსზე სწავლობდა. გელა ბეჟუაშვილმა სააკაშვილი პოროშენკოს დააკავშირა. სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან იარაღის შესყიდვაზე დიალოგს იწყებს. ბუნებრივია, კრიმინალი არ არის, როდესაც ქვეყანა აბსოლუტურად ლეგალურად  ყიდულობს იარაღს რომელიმე ქვეყნისგან, რომელსაც აქვს გაერო-ს შესაბამისი ლიცენზია, ისეთი, როგორიც ,,როსვოორუჯენიეს“,  ,,პელტეხექსპორტს“, ,,მარტინ ელექტრონიკსს“ ,,ჯენერალდინამიკს“, ,,არმსტრეჩსა“ და სხვა ამერიკულ, რუსულ თუ ისრაელის კომპანიებს. არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ასეთი ლიცენზია არ აქვთ და ამიტომ შავ ბაზარზე ოპერირებენ. ამ დროს გამოჩნდა კომპანია ,,ბელტეხ ექსპორტი“, რომელიც შემდგომში ფიგურირებდა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ ავადსახსენებელ იმ დოკუმენტში, სადაც შეშფოთებული ჰილარი კლინტონი საქართველოში ამერიკის ელჩ ტეფტს ამ კომპანიის საქმიანობის შესწავლას თხოვს. ეს არის კომპანია, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, მისი დამფუძნებლები ოფიციალურად კრის და ევა ბრაუნები არიან, მათ უკან კი არკადი ალმენდიდიევი დგას, ცნობილი პერსონა, რომლის კვალსაც თემურ ალასანიამდე მივყავართ.

-როგორი იყო იარაღის შესყიდვის კრიმინალური სქემა და საქმიანობა, რაზეც ყურადრებას ამახვილებს ჰილარი კლინტონი?

-ჰილარი კლინტონი საკუთარ თანამშრომლებს საქართველოში სთხოვს, გაარკვიონ ამ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებებს კიდევ აქვთ თუ არა მოქმედების ვადა. სქემა შემდეგნაირად იყო აგებული: კომპანია ,,ბელტეხექსპორტს“, რომელიც შუამავალ კომპანიას წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროსთან, შემოჰქონდა გარკვეული დასახელების ტანკები და საჰაერო თავდაცვის სისტემა ,,ბუკები“, ,,იგლა“, ,,სტრელა“ ,,პეზეერკა“ (პერენასნოი ზენიტნო-რაკეტნი კომპლექს). ამის შემოტანაზეა საუბარი. ეს დოკუმენტი მას შემდეგ გახდა ლეგალური, რაც ტიმოშენკომ დუმაში საგამოძიებო კომისია შექმნა და ის, როგორც რადას წარმომადგენელი, ამ კომისიის ხელმძღვანელი გახდა. ჩვენი უკრაინელი კოლეგების თხოვნით, ეს ინფორმაცია ქართულ მედიას მივაწოდეთ. უკრაინაში იყვნენ მაღალჩინოსნები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან იარაღის შესაძენად მოდიოდა, ირიცხებოდა არა უკრაინის ბიუჯეტში, არამედ – სეიშელის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში. სწორედ ესაა სისხლის სამართლის დანაშაული, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. უკრაინაში ჩალის ფასად შეძენილ იარაღს კოლოსალურ თანხებად აფორმებდნენ, თუმცა, იგავმიუწვდომელ ფასად შეძენილი იარაღიც კი საქართველოში თვალით არავის უნახავს.

-სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ნაყიდი იარაღი საქართველოში იარაღი საერთოდ არ შემოსულა?

-შემოდიოდა, ფაქტობრივად, უვარგისი, ძალზე დაბალი რანგის იარაღი, რომლის ხარისხითაც თავად უკრაინელები გაოცებულები იყვნენ და აცხადებდნენ, რომ მათ სრულიად სხვა კლასის იარაღი მიჰყიდეს ქართულ მხარეს.

-რა მოხდა?

-ის იარაღი, რომელსაც ქართველი ექსპერტები უკრაინაში არჩევდნენ, ყიდულობდნენ და ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, ჩვენამდე არ აღწევდა.  სინამდვილეში, საქართველოში სრულიად უვარგისი იარაღი ჩამოჰქონდათ. წარმოიდგინეთ მანქანა, რომელსაც ხის კარები აქვს.

-საინტერესოა, რა გზით მოდიოდა უკრაინული იარაღი საქართველოში და ვის მოჰქონდა იგი.

-იარაღი, ძირითადად, მოდიოდა ზღვით, გემებზე დატვირთული. კომპანია ,,გრეისვალდის“ საშუალებით, რომელშიც 2 ქართული გადამზიდავი კომპანიაც იღებდა მონაწილეობას- ,,უბიჯი“ და ,,ინსტრა“, რომლის ხელმძღვანელიც ალექსანდრე ჩხეიძეა, სერიოზული დიპლომატი ზვიად გამსახურდიას დროიდან. მისი კომპანია ,,ინსტრა“ ავღანეთი, ირანში, სირიასა და ახლო აღმოსავლურ ქვეყნებში  ოპერირებდა. ერთის ხელმძღვანელი ადგილზე  ედუარდ მერაბიშვილი იყო (ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავი), მეორისა-მალხაზ ფოჩხუა,  ყოფილი სარდლისა და უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშის, ნათესავი. თავდაცვის სამინისტრომ იქირავა ქარტული გადამზიდი კომპანიები, რომლებსაც ნაყიდი იარაღი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადაეადგილებინა და თავდაცვის სამინისტროში შეეტანა, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტაციაში ეს გადამტანი კომპანიები არ ფიგურირებენ.

-ვინ იყო ძირითადი იარაღის მომწოდებელი?

-,,უკრფერი“, კომპანია, რომელიც რუსული კაპიტალით იყო შექმნილი – ფულით, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან იარაღის შესაძენად მიდიოდა,  80% სეიშელის კუნძულებზე ილექებოდა და მხოლოდ მცირე ნაწილით ხდებოდა უვარგისი იარაღის შემოტანა საქართველოში. საუბარია აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ირიცხებოდა. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მაშინ გაიზარდა და კოლოსალურ ნიშნულს, მოლიარდ-ნახევარ ლარს მიაღწია, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით კიდევ მეტიც იყო. 2006 წლის ბიუჯეტის მიღებისას მასში შეიტანეს დამატებითი თანხებიც თავდაცვის ხარჯებისათვის. ფაქტობრივად, ცხადი იყო, რომ იმდროინდელი საქართველოს ხელისუფლება ომისთვის ემზადებოდა.

-თუ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იზრდებოდა და შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის იარაღი ქვეყანაში არ შემოდიოდა, სად მიდიოდა ფული?

-ომის შემდეგ გამოჩნდა, რომ სისტემები, რომლებშიც ქვეყანას ფული ჰქონდა გადახდილი, ფაქტობრივად, საქართველოში არ იყო. არსებობს ყველა სამხედრო პირის გვარისა და სახელის ჩამონათვალი, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. არსებობს იმ სამხედრო საშუალებების ჩამონათვალიც, რითაც მტრის საფრენი აპარატები იქნა ჩამოგდებული.  აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გადასატანი კომპლექსები, ,, იგლა“ და ,,სტრელა“, 11-ვე ობიექტი ამ იარაღის მეშვეობით იქნა განადგურებული. არცერთი რუსული საფრენი საშუალება ,,ბუკის“ სისტემის იარაღით არ ჩამოუგდიათ, რომელიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომამდე 7 დივიზიონის ოდენობით შეიძინეს. არსებობს წერილი, რომელშიც ბონდარჩუკი პრეზიდენტ იუშენკოს წერს, რომ თუ ,,ბუკის“ სისტემებს საქართთველოს მიჰყიდიდნენ, უკრაინის ცა დაუცველი დარჩებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ უკრაინულ ,,ბუკებს“ 2001 წელს ვადა უკვე გასული ჰქონდა, როდესაც 2005 წლიდან ჩვენ მათი შესყიდვა დავიწყეთ. ,,ბელტეხექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებში საუბარი იყო კიდევ ერთ სერიოზულ ნიუანსზე. 57 მილიონი გრივნის შესაბამისი ვალუტა გადავიხადეთ 12 ცალი ,,ტ 84“ ტიპის ტანკების შესაძენათ, რომლებსაც აგრეთვე არ მოუღწევიათ საქართველომდე. ტანკების ფული კი თვდაცვის სამინისტროს წინასწარ ჰქონდა გადაუხდილი კომპანიისთვის. ომის შემდეგ შევიძნეთ ,,ს 200“, 2009 წლის ივლისში, როდესაც გენერალური შტაბის ხელმძღვანელი დევი ჭანკოტაძე იყო. არც ეს ტანკები ჰყავს დღევანდელ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაზე.

-იმ პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბელორუსულ კომპანიასთანაც ჰქონდა იარაღის შესყიდვის ხელშეკრულებები.  

-,,ბელტეხ ექსპორტი“ ბელორუსული კომპანიაა, რომელთანაც ანალოგიური სქემები დალაგდა თავდაცვის სამინისტროში. თუ ხელშეკრულებები არ გაფორმდებოდა, ბიუჯეტს ვერ აითვისებდნენ. ყველა ამ ხელშეკრულებას ხელს აწერს მინისტრის მოადგილე – მამუკა მუჯირი, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელად იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.  ის იყო ცენტრალური ფიგურა იარაღის შესყიდვებისას, რომელიც რუსულ ენაზე ფორმდებოდა.

-როგორი იყო ვანო მერაბიშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა ამ დანაშაულებრივ სქემაში?

-შსს-ს ,,ბელტრეიდინგისგან“ შეძენილი აქვს 2009 წელს 5000 ,,კლაიმორის“ ტიპის მინა. რაში სჭირდებოდა შსს-ს ასეთი რაოდენობის მინები? სინამდვილეში, ქვეყანაში არც ეს ,,შეძენილი“ მინები შემოსულა, რომელიც შემდგომი გამოძიების საკითხია.

-რამდენად მარტივი იქნება ამდენი წლის შემდეგ დანაშაულებრივი სქემის გახსნა?

-ძალზე მარტივი. შსს-ში უნდა ინახებოდეს მინების შესყიდვის სპეციალური დოკუმენტაცია, რომლის საშუალებითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ქართული ბიუჯეტის ფულს რეცხავდა. თუ საქართველოში ასეთი დოკუმენტაცია განადგურებულია, ის აუცილებლად უნდა იძებნებოდეს უკრაინაში, რადგან დოკუმენტაციის მოისპობა ასე მარტივი საქმე არ გახლავთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წლების განმავლობაში ქვეყნისთვის იარაღის შესყიდვით იყო დაკავებული. ამ დანაშაულებრივ სქემებში წლების განმავლობაში ჩართული იყო თავდაცვის მინისტრი – კეზერაშვილი და მისი მოადგილეები. ,,ბელტეხ ექსპორტის“ გარდა, საქართველოს იარაღით ამარაგებს ისრაელის კომპანია ,,პაზ ლოჯისტიკი“, რომლის შეფი, ოფერ რაზი, ისრაელის მოქალაქე დღეს დაპატიმრებულია და რომელიც აშშ-ში სისხლის სამართლის დანაშაულში ამხილეს, როგორც არალიცენზირებული იარაღით მოვაჭრე და მას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წლების განმავლობაში ეძებს, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს. ,,პაზ ლოჯისტიკსაც“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფორმებს ხელშეკრულებებს უკვე ამერიკული იარაღის შესასყიდად. ამ ინფორმაციამ გაჟონა ,,ნიუიორკ თაიმსსა“ და ,,ვაშინგრონ ტაიმსში“, საუბარი ეხებოდა კომპანია ,,არმსტეჩის“ მიერ გარკვეული სახმედრო აღჭურვილობის შესყიდვას თავდაცვის სამინისტროსთვის. მაშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ,,არმსტეჩის“ გენერალურ დირექტორს,   ჯოზეფ რუსტეკს წერილი გაუგზავნა: ოფერ რაზი გახლავთ პიროვნება, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და სთხოვეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,პაზ ლოჯიკისტის“ გარეშე, პირდაპირი ურთიერთობა დაამყარომ მწარმოებელ კომპანიასთან  იარაღის შესყიდვისასო.  მეორე დღეს ჯოზეფ რუსტეკი ატარებს პრესკონფერენციას, ამ ინფორმაციას ოფიციალურად აჟღერებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სთხოვს პირდაპირი კონტრაქტის გაფორმებას. რა პასუხს იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან? უარს. როდესაც დაპატიმრებულია ფიგურა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელსაც ეძებს ეფ ბი აი, სი აი ესი და ბევრი სამსახური აშშ-ში, როგორ ქვეყანა, რომლის მთავარი ფული შუამავალ კომპანიას მიაქვს, რატომ ანდობ ამდენ ფულს? ამ კითხვაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

-,,პაზ ლიჯისტიკი“ ამ პროცესში ერთადერთი შუამავალი კომპანია იყო?

-იარაღის შესყიდვისას იყო კიდევ სხვა შუამავალი კომპანიაბიც. საინტერესოა, ვინ ქირაობდა მათ. მაგალითად, ,,ორიონ სტრატეჯი“, რომელიც აგრეთვე შუამავალი კომპანია იყო. მათი ანალიტიკოსი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ლიდერი, ბათუ ქუთელია იყო. ეს კომპანია კი ბოკერიას, ანუ ნეოკონსერვატორების ფრთის მიერ იყო ნაქირავები. თქვენ იცით, რომ ისრაელში იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ კი კეზერაშვილიც ფიგურირებს. იქაური გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და გამოძიებათა გრძელ ჯაჭვთნ გვაქვს საქმე.  შეგახსენებთ, რომ მილიარდ 200 მილიონი ლარის იარაღის შესყიდვაზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ იარაღის შესასყიდად დახარჯა. ეს თანხა 2006-2010 წლებში არამიზნობრივად გავიდა საქართველოს ბიუჯეტიდან და დაილექა ობშერულ ზონაში. შესყიდვების სქემაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანია, მათ შორის, ბულგარული ,,ბიაიემი“, რომლისგანაც აბსოლუტურად უვარგისი ავტომატები შევისყიდეთ და შემდეგ დავურიგეთ რეზერვისტებს, რომელთაგან ნახევარზე მეტი არ ისროდა. აღნიშნული იარაღი მე-4 და მე-5 კატეგორიის იარაღი იყო და ფულიც სწორედ ამ კატეგორიაში კეთდებოდა.

-საქართველოში არცერთი რანგის მოხელეს კითხვა არ გასჩენია, სად მიდიოდა ამდენი ფული?

-ბუნებრივია, ამხელა თანხის არამიზმობრივი ხარჯვით სპეცსამსახურები დაინტერესდნენ. როცა აშშ-ის საელჩოში გიბარებენ და ამ თემაზე ახსნა-განმარტებას გთხოვენ (კერძოდ, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის მოადგილეს, ოთარ ბერძენიშვილს), უკვე გასაგებია, რაც ხდება. ამ თემით დაინტერესებულია  სი აი ეი, ეფ ბი აი და სხვა სპეცსამსახურები, არა მარტო ამერიკული, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მილიარდ 200 მილიონი თანხის ამბავი გამაურდა. აქ კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა გამოჩნდა, იუგოსლავიის ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომელი, აკრძალვების სიაში მყოფი პიროვნება, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოება ეკრძალებოდა, ვინმე სლობოდან ტეშიჩი, რომელსაც ჰქონდა საქართველოში, ბათუმში რეგისტრირებული კომპანია ,,მელ კორპორეიშენი.“ მის მოღვაწეობის სფერო ჯართის ბიზნესი იყო. ამ კომპანიამ გარიგება დადო თავდაცვის სამინისტროსთან ბაჩო ახალაიას პერიოდში, მას საქართველოში სახელმწიფო წვრთნებისთვის იორდანიიდან 20 000 ჭურვი უნდა შემოეტანა. ამ დოკუმენტსაც მამუკა მუჯირი აწერს ხელს. არც ეს 20 000 ჭურვი უნახავთ საქართველოში. ეს სწორედ ის სლობოდან ტეშიჩია, რომელიც ლივანელ ამბოხებულებს აწვდიდა და შესაძლოა, დღესაც აწვდის იარაღს. ამ ტეშიჩმა უკანასკნელი სომხურ-აზერბაიჯანული სამხედრო დაპირისპირებისას ყარაბახში ამოყვინთა და აზერბაიჯანული პრესა მასზე აკეტებდა აქცენტებს, რომ ვინმე ტეშიჩი აწვდიდა იარაღს სომხურ მხარეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პიროვნება, ,,რომელიც ,,ნაციონლური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული, რომელიც მაშინ იარაღის შესყიდვის უკანონო სქემებსა და გარიგებებში იყო ჩართული, დღესაც მოქმედია საქართველოს ტერიტორიაზე.  ტეშიჩი არის კაცი, რომელიც 44-ეა გაერო-ს სიაში ალკასართან, ბუტისთან, ჩარლზ ტეილორსა  და სხვა ცნობილ იარაღით მოვაჭრეებთან ერთად.  გაერო-ს ის იარაღით მოვაჭრეთა სიაში ოფიიალურად ჰყავს შეყვანილი.

-ფაქტობრივად,  კრიმინალი იარაღით მოვაჭრე საქართველოში ხელისუფლების მხარდაჭერითა და დახმარებით მოქმედებდა?

-ბუტიჩი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ იმოქმედებდა  ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე.  ეს კრიმინალური სქემაც სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს და დღემდე არაა შესწავლილი.

-ბოლოს და ბოლოს, სად წავიდა საქართველოს ბიუჯეტიდან გადინებული თანხები, რომლითაც თვდაცვის სამინისტროს ქვეყნისთვის იარაღი უნდა შეეძინა?

-კეზერაშვილის კერძო კომპანიებში სეიშელის კუნძულებზე. ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები მე ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მივაწოდე. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც, ალბათ, ლოგიკურ დასასრულამდე მივა. მოგეხსენებათ, გამოძიება ჰააგაში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ მიდის და ის საქართველოს მთვრობის მიერ იარაღის შესყიდვის თემითაცაა დაინტერესებული. ნატო-ს წარმომადგენელი საქართველოში, ლაჰიუ გაოგნებული უსმენდა იარაღით ვაჭრობის ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ,,ბიზნესს“ ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე და სახეზე თეთრი ფერი ედო.

-მიხეილ სააკაშვილი ყველა ამ სქემის ორგანიზატორი იყო?

-მას არც პროფესიონალიზმი და არც გამოცდილება საამისოდ არ ეყოფოდა. ყველაფრის ორგანიზატორი რუსული სპეცსამსახურები იყვნენ. იცოდა თუ არა სააკაშვილმა ყველა ეს ოპერაცია და გარიგების დეტალები, ცალკე კვლევის საგანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები