გია ვოლსკი – ოპოზიციის მანდატების საკითხზე: შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

“წინასწარ ვერავინ იტყვის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი – წინასწარ ვერ ვიტყვი, შესაძლოა ჩავარდეს თუ არა საკითხი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ.

„წინასწარ ვერავინ იტყვის, მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე საპროცედურო საკითხს ეხება – არის საკითხი, რომელიც ეხება სიტუაციას საქართველოში, პარლამენტის მომავალსა და მისი საქმიანობის ეფექტურობას. დიდი კითხვის ნიშანი წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, რომ საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, ყველა ელოდება, რომ თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობას დაიწყებს. რა თქმა უნდა, რეგლამენტს არ დავარღვევთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები