აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 34 323-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაში (მართვით სუნთქვაზე) იმყოფება ორი პაციენტი.

ამასთან, კლინიკაში მკურნალობს 225 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 131, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 397.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები