„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი: ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი

„ჯამში, მეექვსე თვეა დახურულები ვართ, ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა შექმნილი”,- ამის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი კვარაცხელია აცხადებს.

კვარაცხელიას თქმით, მათი თხოვნაა მუშაობის პირველი თებერვლიდან განახლება.

„ჯამში, მეექვსე თვეა დახურულები ვართ, ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა შექმნილი. ბაზრობების ხელმძღვანელები ვიკრიბებით და წერილობით, თხოვნით მივმართავთ მთავრობას, რომ იქნებ გაითვალისწინონ და პირველში გავიხსნათ. ვაჭრობის სფერო სექტორებად არ უნდა იყოფოდეს, თუ გახსნაა ყველა უნდა იხსნებოდეს. ვიზიტორების რაოდენობა უფრო თანაბრად გადანაწილდება”,- განაცხადა კვარაცხელიამ.

„ლილო მოლის“ მოვაჭრეების მოთხოვნაა, პირველი თებერვლიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცეთ. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ თებერვალს მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები