ევროპის ქვეყნებმა, კოვიდის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოგზაურობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები შეიმუშავეს

ევროპის ქვეყნებმა, კოვიდის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოგზაურობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები შეიმუშავეს.

უფრო კონკრეტულად: ბელგიაში, 27 იანვრიდან 1 მარტამდე, ყველა არააუცილებელი მოგზაურობა აიკრძალება.

ქვეყანაში შემსვლელმა და ქვეყნიდან გამსვლელმა ყველა პირმა უნდა წარადგინოს საბუთი, რომლის მიხედვითაც მოგზაურობა არის გადაუდებელი, კერძოდ ოჯახურ გარემოებებთან, სწავლასთან ან, სამსახურთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ასევე, 25 იანვრიდან, ყველა ადამიანი, რომელიც ბელგიაში დიდი ბრიტანეთიდან შედის, 10-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარება.

ასევე, ქვეყანაში შემსვლელმა ყველა მოგზაურმა უნდა წარადგინოს უარყოფითი კოვიდ ტესტი. საფრანგეთში, 24 იანვრიდან, ყველა მოგზაური ვალდებულია წარადგინოს უარყოფითი კოვიდ ტესტი, ჩატარებული მაქსიმუმ 72 საათის წინ.

პრეზიდენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქვეყნის საზღვრების კონტროლის გამკაცრება კოვიდის ახალი შტამის გავრცელების საშიშროებამ განაპირობა.

პორტუგალიაში, 23 იანვრიდან, აიკრძალა ორმხრივი ფრენები დიდ ბრიტანეთთან, კოვიდის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.
ცნობისათვის, ქვეყნაში ეპიდვითარება მძიმეა – 20 იანვარს, დღე-ღამის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებული 14 647 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები