ჯო ბაიდენის პირველი სამუშაო დღის მთავარი თემა კოვიდი იყო, აშშ-ში 24 საათში 3 655 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავისი პირველი სამუშაო დღე მიუძღვნა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობას. მისი გადაწყვეტილებები კი ძირითადად ეხებოდა კოვიდტესტირებების რაოდენობის გაზრდას, ვაქცინის დოზების მარაგების შევსება და პირბადის ტარების გაზრდას.

ბაიდენის შეფასებით, ვაქცინის განაწილების პროცესი, დღევანდელი მონაცემებით, განიცდის სერიოზულ მარცხს და პირობა დადო, რომ მომდევნო კვირებში პროცესები უკეთესობისკენ შეიცვლება. ასევე, ახალმა პრეზიდენტმა მოუწოდა საზოგადოებას, ატარონ პირბადეები და დასძინა, რომ ექსპერტების შეფასებით, მომდევნო 99 დღის განმავლობაში 50 ათასი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი, თუ პირბადეებს ადამიანები აქტიურად გამოიყენებენ.

Kaiser Family Foundation (KFF)-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 10 ამერიკელიდან 6-ს წარმოდგენა არ აქვს, სად უნდა აიცრას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს კვლევა ემთხვევა ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში, ფაქტიურად ნულიდან უნდა გაიწეროს ვაქცინის განაწილების გეგმა. „ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა. ამერიკელების უმეტესობას, მათ შორის, ვინც მიეკუთვნება ე.წ. რისკ-ჯგუფებს, არ აქვს წარმოდგენა თუ როდის და სად უნდა აიცრას“- ა ცხადებს KFF-ის პრეზიდენტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაბრკოლებებისა და შეფერხებების მიუხედავად, გამოკითხულთა 2/3-ი პოზიტიურადაა განწყობილი ვაქცინაციის პროგრამის მიმართ.

გასულ 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 186 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 655 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები