დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების კონტროლი და ჯარიმები მკაცრდება, ირლანდია და უელსი ლოქდაუნს ახანგრძლივებს

უცხოური მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოში შეზღუდვებზე კონტროლი და ჯარიმები მკაცრდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირიდან, კერძო წვეულებებზე 15 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში, ყველა დამსწრე პირი 800 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდება, ხოლო, ის პირები, ვინც 30 ადამიანზე მეტის შეკრების ორგანიზებას მოახდენენ, 10 000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან; უელსში გართულებული ეპიდვითარების გამო, საავადმყოფოებში გეგმიურ ქირურგიულ ჩარევებზე მომლოდინეთა სია კორონავირუსის დაწყებამდე არსებულ სიებს რვაჯერ აღემატება. აღნიშნული პრობლემა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის შედეგად გეგმიური ოპერაციების გადადებას უკავშირდება.

უელსის მთავრობა „ლოქდაუნის“ გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შესაძლებელია არსებული შეზღუდვები 4 აპრილამდე გახანგრძლივდეს. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის ეფექტურობასა და სისწრაფეზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული; ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში „ლოქდაუნი“ 5 მარტამდე გაგრძელდება;

ლონდონში, პოლიციამ დაშალა 400 კაციანი ქორწილი, რომელიც მიმდინარეობდა კოვიდ რეგულაციების მკაცრი დარღვევით. ქორწილი მიმდინარეობდა ერთ-ერთი სკოლის შენობაში და ფანჯრები იყო დაფარული, რათა შენობის გარედან შეუძლებელი ყოფილიყო თავყრილობის დანახვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები