ნორვეგია ახალ შეზღუდვებს აწესებს

ნორვეგიაში კარანტინი გაამკაცრეს. როგორც „გარდიანი“ იუწყება, დღეიდან ოსლოსა და კიდევ ცხრა მუნიციპალიტეტში სავაჭრო ცენტრები და სხვა მაღაზიები, გარდა სასურსათო მარკეტებისა, დაიხურება.

შესაბამის განცხადებას ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, აიკრძალება სპორტული აქტივობების გამართვა, ხოლო სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლაზე გადავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები