უნგრეთი რუსულ ვაქცინას ყიდულობს

უნგრეთმა რუსეთთან „სპუტნიკი V“ ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისი დოზა იქნება მიწოდებული, მეორე ეტაპზე – 500 ათასი, ხოლო მესამეზე -200 ათასი.

“ეს ჩვენთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რადგან უნგრეთში ყოველდღიურად 100-150 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება, შეზღუდვებმა კი ეკონომიკა 10 მილიარდ დორინტზე მეტად დააზარალა”, – თქვა მან.

მანამდე, უნგრეთის წამლების რეგულატორში განაცხადეს, რომ რუსული ვაქცინის დროებითი გამოყენების 6-თვიან ვადას გასცემს.

უნგრეთი პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც რუსულ ვაქცინას შეიძენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები