ალეკო ელისაშვილი: პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, აქ გაიმარჯვა საქართველომ

“პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, აქ გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველას გამარჯვებაა.

,,ვინც ამ სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში სარჩელის დაცვაში იყო ჩართული, ყველას, მე – როგორც ერთი მოქალაქე, მადლობას ვეუბნები. არ ვიცი, სააკაშვილი რა დოზით იყო ჩართული. თუ იყო ჩართული, მაშინ მასაც მადლობა და ნებისმიერს. აქ პარტიას მნიშვნელობა არ აქვს. აქ გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან. ეს შესაბამისად ყველას, თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები