ამბროლაურში ,,სანაპიროს” ქუჩის კეთილმოწყობა იწყება

ქალაქ ამბროლაურში, მდინარე კრიხულის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,სანაპიროს’“ ქუჩის კეთილმოწყობა იწყება.

პროექტი აღნიშნულ ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას, გასართობი სივრცეების შექმნას, ბულვარის გაკეთებასა და კაფე-ბარების მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, მდინარე კრიხულას სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით, სამ ეტაპად განხორციელდა ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობა და გამოთავისუფლდა ტერიტორია, სადაც უკვე უშუალოდ კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.

,,პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, ,,სანაპირო” ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე – ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის”, – აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები