გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, “COVID-19-ის პირობებში მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები” – პროექტი განხორციელდა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი „COVID-19 პირობებში მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები”, – ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს.


„COVID-19-ის პანდემიამ მცხეთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა საბავშვო ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება. საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მოხდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შესაბამისად აღჭურვა, რაც მოიცავდა ბაღებში კოვიდ ოთახის მოწყობას, რბილი სათამაშოების ხის სათამაშოებით ჩანაცვლებას და ასევე საბავშვო ბაღის პედაგოგებისა და ხელმძღვანელებისთვის სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო ტრენინგს, პანდემიის პირობებში აღმზრდელისა და აღსაზრდელის ურთიერთობის შესახებ. წარმოდგენილი პროექტის მიზანი გახლდათ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების ცენტრის მიერ პანდემიის პირობებში საბავშვო ბაღების გამართული და შეუფეხებელი ფუნქციონირება. შესაბამისად სასწავლო პროცესის განახლებისთანავე მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ყველა რეგულაციის დაცვით დახვდებათ პატარა აღსაზრდელებს.
პროექტის დასრულებისთანავე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ასოციაციის დირექტორმა ბატონმა დავით მელუამ, პროექტის მენეჯერმა ელენე ჩხეიძემ , მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გადასცეს პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ინვენტარი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, სკოლამდელის აღზრდის დაწესებულების დირექტორი მაია თელია, მერის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში მაკა პეტრენკო,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები