ბაღდადის ცენტრში ტერაქტი მოხდა, არიან დაღუპულები

ბაღდადის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანია დაღუპული, 15 დაშავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას Al-Sumaria ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტის იერიში ელ-ბაბ ეშ-შარკის რაიონში მოხდა.

მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები