სამგორში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ასრულებს. ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა.
ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებს სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ შენობებში ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მიერ დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, სპეციალური დახრილკუთხოვანი გადაადგილებადი პლატფორმის მოწყობას.
პროექტის განხორციელებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 177 660 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ნეოტექი“ ახორციელებს.
ელექტროპანდუსების მოწყობა დასრულდა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის ვარკეთილის N24 და N26 კორპუსებში, ასევე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის N319კ კორპუსში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები