დავით ბაქრაძე: აშშ-ში ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას
“მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-თან ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი გაღრმავების, სტრატეგიული პარტნიორობის, ერთმანეთთან დაკავშირების მეტი პერსპექტივა ექნება”, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის იგრძნობოდა ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერება.
,,ჩვენ მუდმივად ამაყები ვიყავით ორპარტიული მხარდაჭერით, რომელსაც ვიღებდით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
ასევე, ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას. დღეს ვართ უმაღლეს ნიშნულზე. რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი გაღრმავების, სტრატეგიული პარტნიორობის, ერთმანეთთან დაკავშირების მეტი პერსპექტივა ექნება“, – განაცხდა ელჩმა.
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდა.