ნიკოლას მადურო: ვენესუელამ დონალდ ტრამპი დაამარცხა

“ვენესუელამ დონალდ ტრამპი დაამარცხა,  თანამდებობიდან მისი წასვლა  ლათინოამერიკული ქვეყნისთვის ტრიუმფია”, – აცხადებს ვენესუელას არაღიარებული ლიდერი, ნიკოლას მადურო.

“დონალდ ტრამპი წავიდა, წავიდა, წავიდა, წავიდა. ის დავამარცხეთ. ეს ვენესუელის გამარჯვებაა. მარტოდ-მარტოდ წავიდა. ეს ჩვენი ტრიუმფია”, – დაწერა მადურომ სოციალურ ქსელში.​

ასევე, მან ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა და თქვა, აშშ-მა ვენესუელის დემონიზირების შეწყვეტის კურსი უნდა აიღოს.

“მოვუწოდებ აშშ-ის ახალ მთავრობა,  რომ მან ბოლივარიული რევოლუციისა და ნიკოლას მადუროს დემონიზაციაზე მაღლა დადგეს და სიცრუისა და სიძულვილის გვერდი გადაფუცლოს. მოვუწოდებ, რათა იყოს გამოსწორებული უხეში შეცდომები, რომ ბაიდენმა მადურო გაიცნოს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები