ირაკლი ბერაია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი,” – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალთა გუნდმა, თეა წულუკიანის ხელმძღვანლობით, სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულებები წარადგინა.

„ჩვენ ვართ განწყობილი ოპტიმისტურად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, დაუღალავი შრომა გასწიეს ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა. პირველ ყოვლისა, ეს ეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალთა გუნდს, თეა წულუკიანის ხელმძღვანლობით, ვინც წარადგინა სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულებები სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით. 700-მდე მყარი მტკიცებულება, როგორიცაა მათ შორის – სეისმური სადგურების ჩანაწერები, რადარების მონაცემები, სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაცია, მოწმეების ჩვენებები და ბევრი საინტერესო დეტალი, რამაც გაამყარა და განამტკიცა ჩვენი პოზიციები აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დავაში“, – განაცხადა ბერაიამ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები