ჯო ბაიდენი: დემოკრატიამ გაიმარჯვა

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ხალხის სურვილი გათვალისწინებული იქნა და დემოკრატიამ გაიმარჯვა.

„ეს არის ამერიკის დღე, ეს არის დემოკრატიის დღე, ისტორიისა და იმედის დღე, განახლებისა და მძიმე განსაცდელების გადალახვის დღე. ამერიკამ ხელახლა გაიარა ტესტი და ამერიკამ მიიღო გამოწვევა. დღეს ჩვენი ზეიმის მიზეზია დემოკრატია.

ხალხის ნება შესრულდა და ხალხის სურვილი გათვალისწინებულ იქნა. ჩვენ კვლავ ვისწავლეთ, რომ დემოკრატია ძვირფასია. დემოკრატია მყიფეა. ამ მომენტში, ჩემო მეგობრებო, დემოკრატიამ გაიმარჯვა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები