პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობის შესახებ ხვალ იმსჯელებენ

ხვალ, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება, სადაც დაზვერვის სამსახურის მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ იმსჯელებენ.

ინფორმაციას ჯგუფის წევრებს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე მიაწვდის.

ნდობის ჯგუფი, მედიისთვის დახურულ ფორმატში, 11:00 საათზე შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები