20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა

20 იანვარი დიდი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა. მას 173 წელი შეუსრულდებოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით მის საფლავთან შეიკრიბნენ ყაზბეგელები. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დირექტორი იაგო კაზალიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
„მის საფლავთან შევიკრიბეთ სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის, ყაზბეგის კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომლები და ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქიის წარმომადგენლები.
დიდება მის სახელს“! – წერს იაგო კაზალიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები