ეკატერინე ტიკარაძე: ინფექციის მაჩვენებლის კლება მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით იყო სწორად გათვლილი

“ინფექციის მაჩვენებლის კლება მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით იყო სწორად გათვლილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღესდღეობით მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები.

,,დღევანდელ და ბოლო პერიოდში ინფექციის მაჩვენებლის კლება მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით იყო სწორად გათვლილი და  მოიცავდა იმ სამიზნე კომპონენტებს, რასაც აქვს გავლენა ინფექციის გავრცელებასთან.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ მხოლოდ ერთ კომპონენტს პანდემიაზე არ აქვს გავლენა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ინფორმაციის სრულ ფლობას, ასევე, შემდგომში დადგეგმილ იმ ღონისძიებებს, რომლებსაც მთავრობა გეგმავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები