მადრიდის ერთ-ერთ შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა. 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად შენობის ნაწილია დანგრეული.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე, ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ.