ტრამპმა პირობა დადო, რომ “ამა თუ იმ ფორმით” დაბრუნდება

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს პირობა მისცა, რომ “ამა თუ იმ ფორმით” დაბრუნდება.

ამის შესახებ მან თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ენდრიუს სამხედრო ბაზაზე თქვა.

“გვიყვარხართ. დავბრუნდებით ამა თუ იმ სახით. ყველაფერი კარგად უნდა გქონდეთ. მალე შევხდებით”, – თქვა მან.

მან მადლობა ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, მაიკ პენსსა და კონგრესს გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთად კარგად იმუშავეს.

ამ წუთებში ვაშინგტონში არჩეული 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები