მელანია ტრამპი: ის ფაქტი, რომ თქვენი პირველი ლედი ვიყავი, ჩემთვის დიდი პატივი იყო

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თეთრი სახლი დატოვეს და ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც ამ წუთებში შეკრებილ მომხრეებს დონალდ ტრამპი მიმართავს.

მანამდე, შეკრებილებს მელანია ტრამპმა მიმართა.

“ის, რომ თქვენი პირველი ლედი ვიყავი, ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობა თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ჩემს ფიქრებსა და ლოცვებში სულ იქნებით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები. ასევე, დალოცოს ეს შესანიშნავი ერი. მადლობა”, – თქვა ყოფილმა პირველმა ლედიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები