“პირბადის ტარების 100 დღე” – ბაიდენი პირველი განკარგულების გასაცემად ემზადება

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირველი განკარგულება იქნება “პირბადის ტარების 100 დღე” (“100 Days Masking Challenge”), რომლის მიხედვით ის მოუწოდებს ამერიკელებს სამედიცინო ნიღბის ტარებისკენ, სულ მცირე, მომდევნო 100 დღის განმავლობაში.

ამის შესახებ ბაიდენის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პირბადის ტარება ასევე სოციალური დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო ყველა ფედერალურ შენობასა და ფედერალურ ტერიტორიაზე, ასევე, ამ უწყებებში მომუშავე თანამშრომლებისთვის.

როგორც ბაიდენის მრჩეველმა და კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორმა, ჯეფ ზიენტსმა განაცხადა, “პრეზიდენტი გუბერნატორებს, ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებს, მერებს, ბიზნესმენებს ასევე სხვა პირებს მიმართავს, რომ უზრუნველყონ შესაბამისი განკარგულების შესრულება”.

“ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს ეხება ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ, ბაიდენისგან განსხვავებით, ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის განმავლობაში საჯარო ადგილებში პირბადის ტარებისკენ უარს აცხადებდა, ასევე, ფედერალური უწყებების ხელმძღვანელები ხშირად არ ავალდებულებდნენ საკუთარ თანამშრომლებს პირბადის ტარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები