ბრაზილიაში ჩინურმა ვაქცინამ 50.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა, მეცნიერების დასკვნით, პრეპარატი იმაზე გაცილებით არაეფექტურია, ვიდრე ამას წინა მონაცემები აჩვენებდა

უცხოური მედია წერს, რომ, მეცნიერების მიერ გავრცელებული უკანასკნელი მონაცემებით, ბრაზილიურ კლინიკურ ცდებში, ჩინურმა ვაქცინამ აჩვენა 50.4%-იანი ეფექტურობა. ასევე, მეცნიერების დასკვნით, პრეპარატი არის იმაზე გაცილებით არაეფექტური, ვიდრე ამას წინა მონაცემები აჩვენებდა.
გასულ კვირას, ბრაზილიის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა, რომელიც ჩართულია კლინიკურ ცდებში, განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა იყო 78%-ი. თუმცა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დათვლებში არ შედიოდა მონაცემები იმ ჯგუფის შესახებ, რომელთაც ჰქონდათ “ძალიან მსუბუქი ინფექციები” (ჯგუფი, რომელიც არ მოითხოვდა კლინიკურ დახმარებას).
სწორედ ამ მონაცემების გაცხადების შემდეგ დადასტურდა ვაქცინის მხოლოდ 50%-იანი ეფექტურობა. თუმცა, თავად ბრაზილიის ინსტიტუტის მტკიცებით, ვაქცინა 78%-ით ეფექტურია მსუბუქ შემთხვევებში და 100%-ით ეფექტურია ზომიერად მძიმე შემთხვევებში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია ვაქცინის ეფექტურობა. მაგალითად, თურქეთის განცხადებით, ვაქცინა ეფექტურია 91.25%-ით, ინდონეზიის განცხადებით კი, 65.3%-ით. ორივე მონაცემი გახლავთ შუალედური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები