ჯანმო: გასულ კვირას კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 9%-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა კი პირიქით – 6%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკაშირებული ყოველკვირეული სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო ერთ კვირაში ვირუსს მსოფლიოში 93 882 ადამიანი ემსხვერპლა.

ეს მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან გახდა რეკორდული.

გასულ კვირასთან შედარებით, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9%-ით არის გაზრდილი. ჯამურად, მსოფლიოში ვირუსს 2მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთანავე, გასულ კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევების რიცხვი პირიქით, 6%-ით შემცირდა და 4,7 მილიონი შეადგინა. პანდემიის დაწყებიდან კოვიდ19, ჯანმო-ს მონაცემით – 94 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი კი 96 მილიონ ინფიცირებულზე წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები