ბექა დავითულიანი: დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან, ესენია – “ევროპული საქართველო” და “ნაცმოძრაობა”
„ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციაზე ზეწოლას ორი პოლიტიკური პარტია – “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს.
მისივე თქმით, ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ ახალ ძალებს განვითარების შანსი აქვს.
“დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა სულ ორი პოლიტიკური ცენტრისა და ლიდერისგან – ესენი არიან “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”. ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ ახალ ძალებს აქვს განვითარების შანსი და ყოველგვარი პოლიტიკური, სამართლებრივი და არგუმენტების გარეშე ვიღაცები მაინც უარს ამბობენ შემოსვლაზე. ეს ნიშნავს, რომ მათზე სხვა ტიპის ზეწოლაა”, – აცხადებს ბექა დავითულიანი.