ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი გამოავლინეს

კორონავირუსით ინფიცირების ცნობილ სიმპტომებს, როგორებიც არის ხველება, გემოს დაკარგვა და ცხელება, ანგლია რასკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიდევ ერთი, თვალებთან დაკაშირებული პრობლემა დაამატეს.

სპეციალისტების დასკვნით, მხედველობის ორგანოსთან დაკაშირებული პრობლემები ასევე შეიძლება, მიუთითებდნენ კოვიდ19-ით ინფიცირებაზე.

British Medical Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ სპეციალისტებმა 83 კოვიდპაციენტის სიმპტომები შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ მათგან 18% ინფიცირების შემდეგ სინათლეზე ჰქონდათ რეაქცია, 17% თვალის ტკივილს უჩიოდა, 16% კი, თვალის არეში წვის შეგრძნება აღენიშნებოდა.

ყველა პაციენტს “თვალის” სიმპტომი ძირითადი მახასიათებლების შემდეგ უვლინდებოდა.

ამასთანავე, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ადამიანს კორონავირუსული ინფექცია აქვს, თუმცა, ექიმისთვის მიმართვის მიზეზს ნამდვილად წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები