ლევან ბეჟაშვილი: საზოგადოების დაკვეთაა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოვითხოვოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა საზოგადოების დაკვეთაა.

მისივე თქმით, სხვა მოლაპარაკებები ამ ძირითადი მაგისტრალური ხაზიდან გადახვევას წარმოადგენს და ხელისუფლების ნარატივში ჯდება.

“საზოგადოების დაკვეთაა, რომ დავიბრუნოთ არჩევნები და, მათთან ერთად, ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ამ რეალობიდან გამოვდივართ. სხვა მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ამ ძირითადი მაგისტრალური ხაზიდან გადახვევას წარმოადგენს და ხელისუფლების ნარატივში ჯდება, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, მათ შორის, ალეკო ელისაშვილთანაც, ჩვენი არგუმენტების დასაბუთებითა და იმის აუცილებლობით, რომ საზოგადოებასთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას “ქართულ ოცნებასთან” და არა ცალ-ცალკე, რომელიმე პარტიამ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები