ბულგარეთში ბავშვი დაიბადა, რომელსაც კორონავირუსზე ანტისხეულები გააჩნია

ბულგარეთში ქალმა ბავშვი გააჩნია, რომელსაც კოვიდ19-ზე ანტისხეულები აქვს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქალი კორონავირუსით ფეხმძიმობის დროს დაინფიცირდა, მას პნევმონია არ ჰქონია, თუმცა, ხველება და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

ექიმებმა მისთვის საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს, რადგან ვირუსმა ნაყოფის პლაცენტაში ცვლილება გამოიწვია და მისი განვითარება შეაჩერა. ახალშობილი 2,75 კილოგრამს იწონის და 46 სანტიმეტრის არის.

ჩვილს კორონავირუსიზე ტესტი გაუკეთეს, რომელმაც ანტისხეულების არსებობა აჩვენა. ამასთან, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, მას დედასთან ერთად საავადმყოფოდან უახლოეს დროში გაწერენ.

2020 წლის ნოემბერში უცხოური მედია წერდა, რომ სინგაპურში ასევე ქალმა ბავშვი გააჩინა, რომელსაც კოვიდ19-ზე ანტისხულები აღმოაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები