თამარ გაბუნია: თებერვალში ვაქცინის მიღება და პროცესის დაწყება სრულიად რეალისტურია
“პირველი, რაც აუცილებელი პირობაა და რაც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, არის პასუხი და მზაობის დადასტურება იმ კონკრეტულ პირობებზე, რასაც „კოვაქსის“ პლატფორმა აყენებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინი, რომ თებერვალში ქვეყანაში ვაქცინა იქნება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, სრულიად რეალისტურია.
„პირველი, რაც აუცილებელი პირობაა და რაც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, არის პასუხი და მზაობის დადასტურება იმ კონკრეტულ პირობებზე, რასაც „კოვაქსის“ პლატფორმა აყენებს. ეს პირობა სრულად არის შესრულებული. შემდეგი ეტაპი არის „კოვაქსის“ თანხმობა და ზუსტი ვადის მოწოდება იმაზე, თუ პირველ კვარტალში როდის დაიწყება. „კოვაქსისა“ და ყველას ინტერესია, რომ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ „კოვაქსის“ მხრიდანაც მაქსიმალურად სწრაფ პასუხს ველოდებით. ის, რომ თებერვალში ქვეყანაში ფიზიკურად ვაქცინა გვქონდეს, და ეს პროცესი დაიწყოს, არის სრულიად რეალისტური. პროცესი არის ორმხრივი. ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა „კოვაქსიდან“ საბოლოო დასტურს ველოდებით“, – განაცხადა გაბუნიამ.