შვეიცარიაში, კურორტ სან მორიცის სასტუმროებში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლებიც დაიხურა

შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტ სან მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენაა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გრაუბიუნდენის კანტონში, სადაც ამ დრომდე კოვიდინფიცირების დაბალი დონე იყო, 19 იანვარს მოსახლეობის საყოველთაო ტესტირებას დაიწყებენ.
„ორ სასტუმროში ვირუსის ახალი შტამის ათამდე შემთხვევა გამოვლინდა. მოსახლეობისა და სტუმრების ჯანმრთელობის დასაცავად, ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერჯერობით, უცნობია, ვირუსის რომელი ახალი სახეობა გამოვლინდა სასტუმროებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები