ალექსეი ნავალნი მოსკოვში ბრუნდება
რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ბერლინი დატოვა და მოსკოვში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ოპოზიციონერს აეროპორტში თავისი მხარდამჭერები ელოდებიან, სადაც მობილიზებულია პოლიცია.
ცოტახნის წინ ნავალნიმ ,,ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა:
„ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩემ შესაშინებლად, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, მე სრულებით არ მაინტერესებს. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი ჩემი ქალაქია და მე ის მენატრება“.