კორონავირუსი – შესაძლებელია თუ არა დაინფიცირება ქუჩაში და სად არის ყველაზე დიდი რისკი?

უკვე ცნობილია, რომ გლობალური პანდემიის გამომწვევი SARS-CoV-2 ადვილად ვრცელდება დახურულ სივრცეში, მაგრამ შესაძლებელია თუ არა დაინფიცირება გარეთ? მაგალითად გასეირნებისას მეგობართან, გვერდით გამვლელისგან ან ველოსიპედით მოსეირნე ადამიანისგან? უსაფრთხოა თუ არა ქუჩა? ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ინფექციის გადაცემა ქუჩაშიც შესაძლებელია, მაგრამ ამის შესაძლებლობა ძალიან დაბალია.

სუფთა ჰაერი თითქოს და არღვევს კორონავირუსის კონცენტრაციას. ჰაერში ასევე ორთქლდება თხევადი წვეთები, რომლის შიგნითაც ვირუსის ნაწილაკებია. ამასთან ერთად, მზის ულტრაიისფერი სხივები კლავენ ვირუსს, რომელიც ზედაპირზე აღმოჩნდება. მიუხედავად ყველა ამ ფაქტორისა, რომელიც დაინფიცირების რისკს ამცირებს, ვირუსის გავრცელება ღია სივრცეში მაინც შესაძლებელია.

კვლევების თანახმად, 15-წუთიანი საუბარი დისტანციის დაცვის გარეშე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ღია სივრცეში ერთი მამაკაცი მეორისგან დაინფიცირებულიყო​. რისკი არსებობს, მაგრამ არ არის დიდი. რაზეა ეს დამოკიდებული, ორ მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე? თუკი ადამიანი დაინფიცირებულია, მაგრამ შესაძლოა არც იცის ამის შესახებ, ვინაიდან არ აქვს სიმპტომები, მაშინ ის ვირუსის ნაწილაკებს ამოსუნთქვით ავრცელებს, გაცილებით მკვეთრად კი როდესაც ახველებს. ბევრი ნაწილაკი წვეთის სახით პირდაპირ მიწაზე დაეცემა, მაგრამ რომელიმე, თქვენს თვალში, ცხვირსა თუ პირში მოახერხებს მოხვედრას თუკი თქვენ 2-მეტრიან დისტანციას არ დაიცავთ.

ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ არ დავრჩეთ ადამიანთან პირისპირ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თუკი ორმეტრიანი დისტანციის დაცვა არ შეგვიძლია. დაინფიცირებული ადამიანი ასევე ვირუსის გაცილებით მსუბუქ ნაწილაკებსაც გამოყოფს. დახურულ სივრცეში ისინი ჰაერში გროვდება, რაც საფრთხის მომცველია, მაგრამ ღია სივრცეში ის ძალიან მალე იფანტება. როდესაც თქვენს გვერდით ვინმე ჩაივლის ან ჩაირბენს თქვენს სიახლოვეში ის რამდენიმე წამს ჩერდება. ასეთ ვითარებაში ძალიან ცოტა შესაძლებლობაა, რომ თქვენ ინფექციის მნიშვნელოვანი დოზა მიიღოთ.

„ჩვენ არ გვინდა რომ ხალხს ქუჩაში შემხვედრების ნახვის ეშინოდეს“,- განაცხადა პროფესორმა ქეთ ნოუსქსმა, რომელიც ბრიტანეთის სახელმწიფო რწმუნებულთა მრჩეველია.

მისი თქმით, ჩვენი დაინფიცირებისთვის გამვლელმა პირდაპირ ჩვენი მიმართულებით უნდა დააცემინოს ან დაახველოს ხოლო ჩვენ ზუსტად იმ მომენტში უნდა შევისუნთქოთ ეს ჰაერი და მივიღოთ ვირუსი. პროფესორი ასევე ამბობს, რომ ისინი ვინც ქუჩაში ხვდებიან მეგობრებს არ უნდა იფიქრონ, რომ ეს სრულიად უსაფრთხოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები