დიდმა ბრიტანეთმა კოვიდის ტესტირების რაოდენობის სათანადოდ გაზრდა ვერ შეძლო – ტურიზმის სექტორი მთავრობისგან მეტ დახმარებას ითხოვს

უცხოური მედია წერს, რომ 2020 წლის მარტში, WHO-ს ჰქონდა ძალიან მოკლე და კონკრეტული გზავნილი ყველა ქვეყნისთვის – კოვიდტესტების რაოდენობის გაზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას მუდმივად ჰპირდებოდა ტესტების რაოდენობის გაზრდას, ეს სათანადო დონეზე ვერ მოხერხდა. მაგალითად, მარტში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სწრაფი ტემპებით გაიზრდებოდა კოვიდტესტების რაოდენობა და დღეში 25 ათასი ტესტის ჩატარებას შეძლებდნენ. თუმცა, მარტის ბოლოს, დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 8 240 ტესტი კეთდებოდა.

მოგვიანებით, ივნისში, როგორც აღმოჩნდა, კოვიდინფიცირებულების კონტაქტების მოძიებისა და გატესტვის 10 მილიარდიანმა პროგრამამაც ვერ იმუშავა ინფიცირებულების საერთო რაოდენობის მესამედის შემთხვევაში. მოგვიანებით, მთავრობამ, რომელმაც პროგრამის შემუშავებაზე სამი თვე იმუშავა, იძულებული იყო დაეხურა პროგრამა.

2020 წლის განმავლობაში, კრიტიკის სამიზნე იყო დიდ ბრიტანეთში მოგზაურთა ჯანმრთელობის შემოწმების პოლიტიკაც და ბევრი სვამდა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ითხოვდა ქვეყანა მოგზაურთათვის უარყოფით კოვიდტესტს ან სავალდებულო კარანტინს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მიმდინარე კვირას მიიღო ქვეყნის პრემიერმა გადაწყვეტილება და მომდევნო კვირიდან ყველა პირს, ვინც გადაკვეთს დიდი ბრიტანეთის საზღვარს, მოეთხოვება უარყოფითი ტესტის შედეგი ან გაივლის 10 დღიან სავალდებულო კარანტინს. ტურისტული ინდუსტრია ელოდება მთავრობისგან მხარდაჭერის გაძლიერებას, რადგან ბოლო დროინდელი შეზღუდვებით თითქმის აკრძალულია საერთაშორისო მოგზაურობა.

დღესდღეობით, აეროპორტების ინფრასტრუქტურა მუშაობს სიცოცხლისთვის აუცილებელი კრიტიკული სერვისების მხარდასაჭერად, როგორებიცაა საფოსტო გზავნილები, სამხედრო და სატვირთო ფრენები, გადაუდებელი დახმარების სამსახურები და ასევე, ინარჩუნებს ე.წ. „შუქებს“ საერთაშორისო ფრენების მხარდასაჭერად“, – წერია აეროპორტების ოპერაციების ასოციაციის განცხადებაში.

სამგზავრო დერეფნების დაკეტვის გადაწყვეტილების მიღებით, პრემიერმა მათ მისცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ვინც წარადგენს უარყოფით კოვიდტესტს ან გაივლის 10 დღიან სავალდებულო კარანტინს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები