ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ განვითარებული პროცესები არის მოვლენა, რომელიც ხდება „საუკუნეში მხოლოდ ერთხელ“

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია არ დამდგარა მსგავსი გამოწვევის წინაშე, რაც ის გერმანიის კანცლერია.

მერკელმა გაიხსენა გლობალური რეცესია, ევროკავშირის ვალის კრიზისი და 2015 წლის ლტოლვილთა კრიზისი და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ განვითარებული პროცესები არის მოვლენა, რომელიც ხდება „საუკუნეში მხოლოდ ერთხელ“.

„გერმანელი ხალხი იყო ძლიერი და მედეგი სხვა გამოწვევების წინაშე და მე ვარ დარწმუნებული, რომ ასევე იქნება პანდემიის შემდეგაც“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კლიმატური ცვლილებების, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და დემოგრაფიული ტრანსფორმაციების გამო, მსოფლიო კიდევ უფრო მეტად შეიცვლება.

“Robert Koch”-ის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი და ამჟამინდელი ლოქდაუნი საკმარისი არ არის.

მისივე განცხადებით, მოქმედი ლოქდაუნის დროს, გაზაფხულის ლოქდაუნთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანია გარეთ, თავს არ არიდებენ შეკრებებს და შედეგად ქვეყანამ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 2 მილიონამდე შემთხვევა მიიღო.

მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ ეტაპობრივად შემცირდეს ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები