უნგრეთის პრემიერის განცხადებით, უნგრეთი გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩინური ვაქცინით აცრის მოქალაქეებს

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ხუთშაბათს შედგა შეთანმხმება ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შეტანის შესახებ და უნგრეთი ხდება პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩინური ვაქცინით აცრის მოქალაქეებს,-ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, პრემიერის განცხადებით, ის არის უკმაყოფილო ევროკავშირის ვაქცინაციის შესყიდვის პროგრამის შენელებული ტემპით.

“ის ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის გეგმისგან დამოუკიდებლად დაიწყეს ვაქცინაციის პროგრამა, ჩვენზე ბევრად წინ არიან”, – განაცხადა პრემიერმა და მაგალითად გერმანია მოიყვანა.

უცხორი მედია აღნიშნავს, რომ უნგრეთში ვაქცინაციის პროგრამის ერთ-ერთ გამოწვევას მოსახლეობის სკეპტიკური განწყობა წარმოადგენს. მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიებს თუ არა ევროკავშირი ჩინურ ვაქცინას, როდესაც შესაბამისი განაცხადით მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები