უკრაინამ სომხეთი და აზერბაიჯანი “წითელი ზონის” ქვეყნების სიიდან ამოიღო, საქართველო რჩება

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო პერიოდულად იმ ქვეყნების ნუსხას ანახლებს, საიდანაც დაბრუნების შემთხვევაში უკრაინელებს თვითიზოლაციაში გადასვლა არ მოუწევთ.

15 იანვრის მდგომარეობით, “წითელი ზონის” ქვეყნებში 66 ქვეყანა მოხვდა მაშინ, როდესაც გასულ კვირას ნუსხა 78-ით იყო წარმოდგენილი.

“წითელი ზონის” ქვეყნებში, მათ შორის არიან, მაგალითად, საქართველო, ბრიტანეთი, დანია, ისრაელი, იტალია, ესპანეთი, ბელარუსი, რუსეთი, რუმინეთი, აშშ, შვედეთი, გერმანია, ბრაზილია და სხვა.

ამ ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა თვითიზოლაციაში გადასვლა, ვადაზე ადრე რეკომენდაციის შეწყვეტა შესაძლებელია პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში.

“მწვანე ზონის” ქვეყნებში შეყვანილია 128 ქვეყანა, მათ შორის არიან, მაგალითად, აზერბაიჯანი, სომხეთი, საბერძნეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, მოლდოვა, კორეა, საუდის არაბეთი, სირია, თურქეთი, უზბეკეთი, ფინეთი, იაპონია და სხვა.

ამასთან, ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის უწყება განმარტავს, რომ ამა თუ იმ ზონაში ქვეყნების შეყვანა არ ნიშნავს,  უკრაინელებს შეეძლებათ იქ თავისუფლად მოხვედრა, რადგან ამ ქვეყნების უმრავლესობაში საკარანტინო ზომები მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები