ჯანმო ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას აკვირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანია გარდაცვლილი და გამოძიებას ყურადღებით აკვირდება.

ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კატარინა დე კატმა განაცხადა.

“ნორვეგიის ხელისუფლებასთან კონტაქტში ვიმყოფებით და ყურადღებით დავაკვირდებით გამოძიებას”, – თქვა მან.

ნორვეგიაში ,,ფაიზერის,, ვაქცინით აცრის შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ პრეპარატის მწარმოებელი ქვეყანა ნორვეგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინის რაოდენობას დროებით ამცირებს. ამის მიზეზად კი სახელდება წარმოების ტემპების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატის შეყვანის შემდეგ გარდაცვალების რამდენიმე ფაქტი ისრაელსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები