ბელგიასა და ნორვეგიაში ავიაკომპანიები სამუშაო ადგილებს ამცირებენ

უცხოური მედია წერს, რომ ავიაკომპანიები სამუშაო ადგილებს ამცირებენ  – Ryanair-ი და Gatwick-ი დახმარების თხოვნით ბელგიისა და ნორვეგიის მთავრობებს მიმართავენ.

ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, Ryanair-ი მიმართა ბელგიის მთავრობას გადასახადების შემცირების მოთხოვნით, რათა დაიცვას კომპანია კიდევ უფრო მეტი ზარალისგან და ათასობით სამუშაო ადგილი.  უნდა აღინიშნოს, რომ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში რადიკალურად შემცირებული ფრენების გამო, კომპანიამ უკვე გაათავისუფლა 3 000 თანამშრომელი ევროპის მასშტაბით.

„კომპანია მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ იმოქმედოს მთავრობამ აეროპორტისა და სხვა ხარჯების შემცირების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ აუცილებელი საჰაერო სატრანსპორტო კავშირები“, – ნათქვამია Ryanair-ის განცხადებაში.

ნორვეგიული ბიუჯეტური ავიაკომპანია, Gatwick-ი ამცირებს დაახლოებით 1 100 სამუშაო ადგილს.  Gatwick-ის ხელმძღვანლობამ მიიღო გადაწყვტილება, რომ 138 თვითმფრინავიდან დაიტოვებს მხოლოდ 50-ს.

პანდემიამდე  კომპანიამ  გაფართოების მიზნით აიღო დამატებითი ფინანსური ვალდებულებები, პანდემიის პირობებში გაუქმებული და შემცირებული ფრენების ფონზე კი შეუძლებელი აღმოჩნდა გაზრდილ ხარჯებთან გამკლავება. კომპანიის წარმომადგენელმა დახმარების თხოვნით მთავრობასაც მიმართეს.

კომპანია მომავალში შემცირებული რესურსებით ოპერირებას განაგრძობს მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ჩრდილოეთის რეგიონსა და ძირითად ევროპულ ქალაქებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები