აშშ-ში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა; ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კვლავ  შეფერხებებით მიმდინარეობს

უცხოური მედია წერს, რომ აშშ-ში სწორედ ახლაა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი პანდემიის დაწყების დღიდან. აშშ რჩება კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად, სადაც გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა გადააჭარბა 4 ათასს.

CDC-ის მონაცემების მიხედვით,  ვაქცინის 29 მილიონი დოზიდან, რომელიც დაიგზავნა სხვადასხვა შტატში, ადმინისტრირებულია მხოლოდ 10 მილიონი, მოსახლეობის 3.1%.

CDC-ის ცნობით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა 2020 წლის მეორე ნახევარში, პირველ კვარტალში 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 769, ხოლო მეორე კვარტალში – 840. ასევე, გასულ კვირას გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ 2020 წელს გარდაცვალების მიზეზთა სამეულში სწორედ კოვიდი იკავებს მესამე ადგილს. ჯამურად, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დღიდან 23 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული.

ექსპერტთა შეფასებით, რიცხვები საგანგაშოა, თუმცა, ისინი ამ მდგომარეობას ელოდებოდნენ დღესასწაულების პერიოდში გაზრდილი მობილობისა და ჰოსპიტალიზების მზარდი მაჩვენებელის პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები