ბრიტანეთის მთავრობა: პირი, რომელმაც კოვიდ 19 დაამარცხა, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუნურია, თუმცა, ვირუსის გადამტანი შეიძლება, იყოს

“პირს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, 5 თვის განმავლობაში აქვს იმუნიტეტი, თუმცა, ასეთი ადამიანები შესაძლოა, ვირუსის გადამტანები იყვნენ”, – ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (Public Health England) ​ექსპერტების დასკვნას ეყრდნობა.

ექსპერტები ამბობენ, რომ კოვიდგადატანილი ადამიანის ცხვირსა და ყელში ვირუსი შეიძლება, იყოს შენარჩუნებული, ამიტომ, გადაცემის რისკი არსებობს.

ცენტრის წარმომადგენლებმა ივნისიდან ათასობით ტესტი ჩაატარეს, რომლის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხუელები მას რეინფიცირებისგან 83%-ით იცავს.

მეცნიერებმა 18 ივნისი – 24 ნოემბრის პერიოდში განმეორებითი ინფიცირების მხოლოდ 44 შემთხვევა დააფიქსირეს, გაკეთებული 6 614 ტესტისგან.

ამიტომ, ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, გააგრძელონ სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა და დარჩნენ სახლში მაშინაც კი, როდესაც ვირუსი აქვთ გადატანილი, რომ მოხდეს დაავადების გავრცელების შეჩერება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  “ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ ის, ვისაც ვირუსი აქვს გადატანილი, განმეორებითი ინფიცირებისგან დაცულია, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ხნით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ, რომ ასეთი ადამიანები ვირუსის გადამტანი შეიძლება, იყვნენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები