სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზირებულია

იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი, მონაკოს კლინიკაში გულის პრობლემით არის გადაყვანილი.

ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა სააგენტო ANSA-ს განუცხადა.

ბერლუსკონი ნიცასთან ახლოს მდებარე სახლში იზოლაციაში მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ექიმმა თქვა, რომ ბერლუსკონის მონაკოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იტალიაში მისი ტრანსპორტირება, ამ მდგომარეობაში ვერ გარისკა.

აღინიშნება, რომ ბერლუსკონი სახლში, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები